ჩვენ შესახებ

კურორტ წყალტუბოს ისტორია:

წყალტუბოს ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური რადონული მინერალური წყლებით მე-12 საუკუნით თარიღდება. წყალტუბო მსოფლიოს იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის  მიხედვით განხორციელდა. სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და კლასიკურად გადაწყვეტილი კურორტი, თავიდანვე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩამოსულ სტუმრებზე. კურორტს  სახელი გაუთქვა მისმა უნიკალურმა მინერალურმა წყლებმა, რომლებიც გამოირჩევიან საკმაოდ  მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნებიან სუსტად რადონულ, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატურ, ნატრიუმიან-კალციუმიან-მაგნიუმიან  წყლებს. წყალტუბოს წყლის წარმოშობა გეოლოგიური თვალსაზრისით უძველესად ითვლება (100-150 ათასი წლის წინ), რომლის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას იღებენ თანამედროვე ჰიდროქიმიური პროცესები. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედება, განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35C) იძლევა მათი გამოყენების საშულებას წინასწარი შეთბობის გარეშე. წყალტუბოს მინერალურ წყაროებში ნაპოვნია ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მარგანეცი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისათვის.  

კომპლექსის შესახებ:

ბალნეოლოგიური კომპლექსი 1892 წლიდან მასპინძლობს ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. სს“ ბალნეოსერვისი“-ს  №6 და №1 წყაროების შენობები,  უშუალოდ მინერალური წყლის წყაროებზე – გრიფონებზეა აგებული. ეს ორი წყარო კეთილმოწყობილია, მათში განთავსებულია: სამკურნალო მინერალური წყლის ხუთი აუზი, მინერალური წყლის 33 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა, ჰიდრომასაჟის 17 და ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვის 3 კაბინეტი.  

კოპლექსსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები :

  • მინერალური წყლის აბაზანები
  • ჰიდრო (წყალქვეშა) და ხელით მასაჟი
  • ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში
  • სამკურნალო ტალახის აპლიკაციები
  • ელექტროთერაპიული პროცედურები
  • ჰიდროკოლონოთერაპია და სხვა.

აქ იკურნება:

  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები
  • გინეკოლოგიური დაავადებები
  • უროლოგიური დაავადებები
  • კანის დაავადებები
  • ენდოკრინული დაავადებები

არეგულირებს წნევას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი ეფექტი. წყალტუბოს წყაროებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აირები: აზოტი, რადონი, ჰელიუმი, არგონი. კურორტი წყალტუბო  მდებარეობს  საქართველოს არაერთ ღირსშესანიშნაობასთან  ახლოს: სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა. კურორტის ტერიტორიაზე გაშენებულია ულამაზესი რეკრეაციული პარკი.