სპეციალური შეთავაზება თავდაცვის სამინისტროს
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიითა და ადგილმდებარეობით, იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. 2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები მიიღებენ 33 %-იან ფასდაკლებას  „ბალნეოკურორტში“ არსებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მოხარულია გაცნობოთ რომ აღნიშნული ფასდაკლება ძალაშია პოსტ კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამებზეც. პოსტ კოვიდური გართულებების სამკურნალოდ, გთავაზობთ ჯანმოს მიერ სერტიფიცირებული, ჩვენი ექიმების მიერ შემუშავებულ პოსტ კოვიდურ სარეაბილიტაციო პაკეტებს უპრეცედენტო ფასად თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის! კოვიდ-19 ვირუსით ავადმყოფობის შემდგომი გართულებების სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის კომპლექსური პროგრამა   №   სამკურნალო პროცედურის დსახელება პროცედურის რაოდენობა 21 დღიანი 14 დღიანი 7 დღიანი 1 რადონული-მინერალური წყლის აბაზანა ინდივიდ. კაბინაში 7 7 7 2 სამკურნალო ფიზკულტურა აუზში მინერალური წყლით 10 7 4 3 წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი მინერალური წყლით 10 7 4 4 ცირკულარული შხაპი მინერალური წყლით 7 10 4 5 სამკურნალო მასაჟი საერთო/სრული 10 10 7 6 ინჰალაცია ზედა სასუნთქი გზების 10 10 7 7 ფიზიოთერაპიული პროცედურები სხვადასხვა 10 10 7 8 სამკურნალო ტალახის აპლიკაციები 8 7 3 9 ექიმის კონსულტაცია 3 2 1 სამკურნალო პროცედურების საერთო რაოდენობა პროგრამაში: 73+3 68+2 39+1 პროგრამის საერთო ღირებულება ხანგრძლივობის მიხედვით: 698.14 ლარი 536 ლარი 335.67 ლარი ასევე ჩვენმა პარტნიორულმა თანამშრომლობამ ადგილობრივ სასტუმროებთან საშუალება მოგვცა შემოგთავაზოთ უპრეცედენტოდ დაბალი ფასები კომპლექსურ მომსახურებაზე. კოვიდ-19 ვირუსით ავადმყოფობის შემდგომი გართულებების სამკურნალო-სარეაბილიტაციო  სპეციალური პაკეტები განთავსება/კვების გარეშე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთათვის 7 დღე 14 დღე 21 დღე ეკონომ რეგულარ ლაქშერი ეკონომ რეგულარ ლაქშერი ეკონომ რეგულარ ლაქშერი 615.67-685.67 ლარი 895.67 ლარი 1266.67 ლარი 1096-1236 ლარი 1656 ლარი 2398 ლარი 1538.14-1748.14 ლარი 2378.14 ლარი   3491.14 ლარი კოვიდ-19 ვირუსით ავადმყოფობის შემდგომი გართულებების სამკურნალო-სარეაბილიტაციო  სპეციალური პაკეტები განთავსება/კვებით შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენელთათვის 7 დღე 14 დღე 21 დღე ეკონომ რეგულარ ლაქშერი ეკონომ რეგულარ ლაქშერი ეკონომ რეგულარ ლაქშერი 755.67-930.67 ლარი 1035.67 ლარი 1805.67ლარი 1376-1726 ლარი 1936 ლარი 3476 ლარი 1958.14-2483.14 ლარი 2798.14 ლარი 5108.14 ლარი

სტატიის ავტორი:

2021-04-23

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ და შპს „პროფკურორტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
    „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ და შპს „პროფკურორტს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების წევრები მიიღებენ 30 %-იან ფასდაკლებას „ბალნეოკურორტში“ არსებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე.   „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიითა და ადგილმდებარეობით, იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კოპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები. მემორანდუმი გაფორმდა „ბალნეოკურორტ წყალტუბოსა“ და შპს „პროფკურორტს“ შორის პროფკავშირების გაერთიანების შენობაში 30 იანვარს. შპს პროფკურორტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში შემავალ ყველა დარგს გააცნობს მემორანდუმის შინაარსსა და პირობებს. წყარო: http://bit.ly/2TGBkk7 http://bit.ly/2Ty5Op4

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ პასუხი რუსულ ემბარგოს – კომპანია საერთაშორისო ბაზარზე აქტიურდება
  „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. როგორც “ფორტუნას” მენეჯმენტიდან აცნობეს, UNWTO – გაეროს სპეციალიზირებული ორგანოა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და მსოფლიო მასშტაბით ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს , განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. „ბალნეოკურორტი წყალტუბოსათვის“ ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთო გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობით კურორტის პოპულარიზაციას მოვახდენთ საერთაშორისო ასპარეზზე”, – აცხადებს  “ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი. მისი თქმით, UNWTO არის ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ბიბილაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად. “ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მენეჯმენტი აცხადებს, რომ დიდი გეგმები აქვთ. “წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ  ადგილობრივი კერძო კომპანიების აქტივობებით, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ, და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით დროთაგანმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც შეიქმნას “ – აცხადებს სალომე ბიბილაშვილი. წყარო: Fortuna.ge

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
შეთავაზება “თი ბი სი სტატუსის” მომხმარებლებისთვის
  მათ ვინც, “თი ბი სი სტატუსის” მომხმარებელია, “ბალნეოკურორტ წყალტუბოს” პროცედურებზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
ბალნეოკურორტი წყალტუბო განვითარების ახალ საფეხურზე
  წყალტუბო საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კურორტია, რომლის ტურისტული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული. წყალტუბოს წყლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები უნიკალურია, სადაც წყაროდან თბილი (35 გრადუსი), მსუბუქი და უსუნო წყალი ბუნებრივად მოედინება. ამჟამად საკურორტო ზონის განახლება მიმდინარეობს, ადგილზე სამედიცინო და სპატურიზმის განვითარების მიზნით. კურორტის მთავარ ტურისტულ ატრაქციას სამკურნალო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ წარმოადგენს. კომპლექსი 1892 წლიდან მასპინძლობს უცხოელ და ადგილობრივ დამსვენებლებს, რომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილება აქვს და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.   სულ ახლახან, ბალნეოკურორტი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპლექსის მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი, სალომე ბიბილაშვილი გვესაუბრა. „ბალნეოკურორტი წყალტუბოსთვის არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობითა და სამომავლოდ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებით, შევძლებთ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალურობის წარმოჩენას და პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, სამედიცინო ტურიზმის, თერმული სამკურნალო წყლების ნიშაში მყარ პოზიციონირებას“, − აცხადებს „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი. სალომე ბიბილაშვილი ასევე დასძენს, რომ „UNWTO წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. სხვა მრავალ საქმიანობასთან ერთად, ის ცდილობს უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპლექსის სტანდარტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად. აქვე, ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისთვის. წინ დიდი გეგმები გვაქვს. წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ  ადგილობრივი კერძო კომპანიების (ისეთივე, როგორიც ჩვენ ვართ) აქტივობებით და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით, დროთა განმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და შეიქმნას მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც“. კურორტმა დიდი ხნია დაადასტურა მისი სასწაულმოქმედი გამაჯანსაღებელი ეფექტი. წყალტუბოში სამედიცინო ყავარჯნებისა და ხელჯოხების უნიკალური მუზეუმი არსებობს, სადაც წარმოდგენილია მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ (25-30 აბაზანის მიღების შემდეგ) დატოვებული დამხმარე საშუალებები. აქ იკურნება არაერთი დაავადება, მათ შორის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები, გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებები. #spendyoursummeringeorgia წყარო: Entrepreneur

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
“მაესტროს ანატომია“ მოგიყვებათ ჩვენი წარმატების შესახებ

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
რა დაავადებებს კურნავს წყალტუბოს წყალი და რა ღირს პროცედურები
  ინტერვიუ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ პიარისა და მარკეტინგის  მენეჯერთან-სალომე ბიბილაშვილთან როგორც ცნობილია, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გახდა, რას ნიშნავს ეს სტატუსი და ასოციაციის წევრობა რას მოუტანს თავად კურორტს ეს სტატუსი მიიღო იმერეთის რეგიონმა, რაც იმითაა განპირობებული, რომ იმერეთში წყალტუბოს მინერალური წყალი მოიპოვება. ეს ასოციაცია სერთიფიცირებულია ევროპული საბჭოს მიერ, რომელშიც 40 ევროპული თერმული ქალაქი ერთიანდება, მათი ისტორია მინიმუმ 100 წელს ითვლის. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო , რომ კურორტს მინიმუმ 100 წლიანი ისტორია უნდა ჰქონოდა, ჩვენი კურორტი კი თავის იტორიას მე-12 საუკუნიდან ითვლის. მედიას უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია, ახლა მსმენელებს რომ უთხრათ, როგორია კურორტის სპეციფიკა და რატომ არის ის უნიკალური უნიკალურია დასაბუთებულად, მსოფლიოში მხოლოდ ჩვენთან მოიპოვება მსგავსი ტიპის წყალი. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო-პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა მუდმივად 33-დან 35 გრადუსამდეა და ყოველთვის გადადინებაზეა, როდესაც დამსვენებელი აბაზანაშია. წყალტუბოს მინერალურ წყაროებში ნაპოვნია ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები: იოდი, მარგანეცი, ლითიუმი, თუთია, სპილენძი, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია. ჯანმრთელობის რა პრობლემების მოგვარება შეუძლიათ მსურველებს და რამდენად ჩართულია კურორტის პერსონალი რეკომენდაციებისა და კონსულტაციების ნაწილში ჩვენ ვთავაზობთ შემდეგ პროცედურებს: მინერალური წყლის აბაზანები, ჰიდროწყალქვეშა და ხელით მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, ელექტროთერაპიული პროცედურები და სხვა. ჩვენთან იკურნება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური, უროლოგიური და კანის დაავადებები. ყველა პროცედურას ალბათ თავისი ფასი აქვს, რამდენად ხელმისაწვდომია ის მომხმარებლისთვის, ტურისტებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია, ჩვენთან ეს პროცედურები ხან 5 დღიანია, ხან 10 დღიანია, ხან 21 დღიანი, იწყება 480 ლარიდან და 1300 ლარამდეა. მოქმედებს ფასდაკლება 30 და 33%-იანი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის, ასევე ფასდაკლებაა სოლოს და თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის, „ირაოს“, „უნისონის“ და „არდის“ დაზღვეულებისთვის. რამდენად ხშირად მოდიან თქვენთან უცხოელი ტურისტები, აქვთ თუ არა მათ ზოგადად ინფორმაცია ბალნეოკურორტ წყალტუბოს შესახებ კურორტი ქართველებზე მეტად უცხოელებში სარგებლობს პოპულარობით. დამსვენებლების 60-65% უცხოელია. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. გვყავს ბევრი მომხარებელი ისრაელიდან, კვიპროსიდან, ლიტვიდან, ლატვიიდნა, ესტონეთიდან. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ცდილობს, რომ მოაწყოს ქალაქი ტურისტებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ. რა სიახლეებს, ახალ პროექტებს გეგმავთ მიმდინარე წლის ბოლომდე ე. წ. მეექვსე აბაზანა ცნობილია, როგორც სტალინის აბაზანა. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა მის VIP აბაზანაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში რესტავრაცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, ვიყავით ჩინეთში ტურისტულ გამოფენაზე და ველოდებით მათ დიდ ნაკადს, ამ ბაზარზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში, ზაფხულის პირველ თვეებში სამდღიან ფესტივალს ვგეგმავთ, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველი იქნება. მას ყოველწლიური სახე მიეცემა. დეტალებს ჯერჯერობით ვერ გეტყვით.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
სიახლე “არდიში” დაზღვეულებისთვის
  სადაზღვეო კომპანია “არდიში” დაზღვეულებისთვის 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს ჩვენს გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო და სამკურნალო პროცედურებზე.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
20%-იანი ფასდაკლება ჩვენს გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო და სამკურნალო პროცედურებზე

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა
  „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა. UNWTO – არის გაეროს სპეციალიზირებული ორგანო, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში და ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით სიცოცხლისუნარიანი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებას, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.   „ბალნეოკურორტი წყალტუბოსათვის“ ეს არის უდიდესი ნაბიჯი და მიღწევა კურორტის სწორი სტრატეგიული განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. დღეს, როდესაც რუსეთის ტურისტული ემბარგოს გამო დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გაეროს ტურიზმის ორგანოში აფილირებული წევრობა ჩვენთვის არის ერთ-ერთი გარანტი, რომ მათთან შენარჩუნებული მჭიდრო თანამშრომლობითა და სამომავლოდ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებით განვაპირობებთ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალურობის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და სამედიცინო ტურიზმის, თერმული სამკურნალო წყლების ნიშაში მყარ პოზიციონირებას. UNWTO არის ორგანიზაცია, რომელი ცდილობს, უზრუნველყოს ტურიზმის ეთიკის საყოველთაო კოდექსი (Global Code OF Ethics), რაც ასევე ცალსახად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი კომპლექსის სტანდარტისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის თამასის ასაწევად. აქვე, ძალიან დიდი მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გაწეული მხარდაჭერისათვის. წინ დიდი გეგმები გვაქვს. წყალტუბოს აქვს იმის რესურსი, რომ  ადგილობრივი კერძო კომპანიების აქტივობებით, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ, და სახელმწიფო ორგანოების ხელშეწყობით დროთა განმავლობაში გაუტოლდეს ევროპულ თერმულ კურორტებს და შეიქმნას მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდანაც“ – აცხადებს „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ მარკეტინგისა და პიარის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.   ბალნეოლოგიური კომპლექსი 1892 წლიდან მასპინძლობს ტურისტებსა და ადგილობრივ დამსვენებლებს ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით აქ იკურნება: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები გინეკოლოგიური დაავადებები უროლოგიური დაავადებები კანის დაავადებები ენდოკრინული დაავადებები   კურორტი წყალტუბო  მდებარეობს  საქართველოს არაერთ ღირსშესანიშნაობასთან ახლოს: სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, გელათი, ბაგრატი, მოწამეთა. კურორტის ტერიტორიაზე გაშენებულია ულამაზესი რეკრეაციული პარკი. წყარო: marketer.ge

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრია
  „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი და ამ ფაქტის აღმნიშვნელ ორდღიან მედია-ტურს უმასპინძლა   „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“, ბევრი დამსვენებლისათვის ცნობილი, მე-6 აბაზანის ინიციატივითა და ორგანიზებით 6-7 აპრილს ორდღიანი მედია-ტური გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე, წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და, რაღა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს.   სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო „პრომეთემ“, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო „ჯორჯიან ბასმა“ უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთად კამპანიის ფარგლებში. მედია-ტურის მიზანი იყო პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. „მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით, შესაბამისად, ჩვენ დიდი სიამაყით წარვსდექით ჟიურისა და შემფასებლების წინაშე. დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს. მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები. ასევე გვაქვს წონის კორექციის კურსიც, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და ჩვენი კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი. დამატებითი ინფორმაციისათვის კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.balneoresort.ge ხოლო სასტუმროს შესახებ – https://prometheus.ge 2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
“ბიზნეს პარტნიორი” ჩვენზე

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
საჩუქარი SOLO-ს მომხმარებლებს
  10%-იანი ფასდაკლება  SOLO-ს მომხმარებლებს “ბალნეოკურორტ წყალტუბოს” სარელაქსაციო, გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებზე.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
“17:17 ეკო ფანგანთან ერთად” ჩვენ შესახებ
 

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
20%-იანი ფასდაკლენა პრაიმი • Prime-ში დაზღვეულთათვის

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
20%-იანი ფასდაკლება Benefits • ბენეფიტსი-ში დაზღვეულთათვის

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი და ამ ფაქტის აღმნიშვნელ ორდღიან მედია-ტურს უმასპინძლა
  „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს“, ბევ­რი დამ­სვე­ნებ­ლი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, მე-6 აბა­ზა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით 6-7 აპ­რილს ორ დღი­ა­ნი მე­დია-ტური გა­ი­მარ­თა. სტუმ­რებ­მა 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლეს წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ღირ­შე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბი, პრო­მე­თეს მღვი­მე წყალ­ტუ­ბოს ტუ­რიზ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეგი­დით, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მი და რა თქმა უნდა, მათ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა ად­გილ­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს“ უნი­კა­ლუ­რი რა­დო­ნუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ და სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რებს. სტუმ­რე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე იზ­რუ­ნა ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად­მა სას­ტუმ­რო „პრო­მე­თემ“, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 200 მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს წყალ­ტუ­ბოს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნი­სა და მე-6 აბა­ზა­ნი­დან, ხოლო მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო „ჯორ­ჯი­ან ბას­მა“ უახ­ლე­სი ავ­ტო­ბუ­სით #იმოგ­ზა­უ­რე­ვი­სოლ­თა­ნერ­თად კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში. მე­დია-ტუ­რის მი­ზა­ნი იყო პრე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახ­ლოს გაც­ნო­ბოდ­ნენ კუ­რორ­ტის სპე­ცი­ფი­კას და ჰქო­ნო­დათ სწო­რი წარ­მოდ­გე­ნა მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და უნი­კა­ლუ­რო­ბა­ზე.   „მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბო“ მიწ­ვე­უ­ლი იყო სა­ბერ­ძნეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­პუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი თერ­მუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ყრი­ლო­ბა­ზე, სა­დაც დღეს უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი წევ­რო­ბა მი­ე­ნი­ჭა. შე­ფა­სე­ბის ერთ-ერთი კრი­ტე­რი­უ­მი გახ­ლდათ ის, რომ კუ­რორ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­ნი­მუმ 100 წლის, წყალ­ტუ­ბო კი, რო­გორც სამ­კურ­ნა­ლო პუნ­ქტი, უკვე მე-8 – მე-9 სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან სარ­გებ­ლობ­და პო­პუ­ლა­რო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ დიდი სი­ა­მა­ყით წარვსდე­ქით ჟი­უ­რი­სა და შემ­ფა­სებ­ლე­ბის წი­ნა­შე. დღეს „ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბო“ აღ­ჭურ­ვი­ლია ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უახ­ლე­სი სამ­კურ­ნა­ლო ტექ­ნი­კით და ით­ვლის ათო­ბით მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ ექთან­სა და ექიმს. აქ მკურ­ნა­ლო­ბენ: საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი აპა­რა­ტის, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის, ცენ­ტრა­ლუ­რი და პე­რი­ფე­რი­უ­ლი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის, გი­ნე­კო­ლო­გი­ურ, ურო­ლო­გი­ურ, კა­ნის და ენ­დოკ­რი­ნულ და­ა­ვა­დე­ბებს. მოქ­მე­დებს სხვა­დას­ხვა ტი­პის ფას­დაკ­ლე­ბე­ბი, ასე­ვე გვაქვს წო­ნის კო­რექ­ცი­ის კურ­სიც, რომ­ლის პო­პუ­ლა­რო­ბა დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა.   აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ფაქ­ტია, რომ ყო­ველ­წლი­უ­რად საგ­რძნობ­ლად იმა­ტებს უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ჩვე­ნი კომ­პლექ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ქვეყ­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ასე რომ, ჩვენ ნამ­დვი­ლად გვე­მა­ყე­ბა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და დღეს ევ­რო­პუ­ლი თერ­მუ­ლი გზა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად გა­დის უკვე წყალ­ტუ­ბო­ზეც“, – აცხა­დებს ბალ­ნე­ო­კუ­რორ­ტი წყალ­ტუ­ბოს მარ­კე­ტინ­გი­სა და PR-ის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ლო­მე ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის კომ­პლექ­სის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ ვებ-გვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სას­ტუმ­როს შე­სა­ხებ – www.prometheus.ge 2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
POSTV ჩვენი წარმატების შესახებ

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გახდა
    „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი ოფიციალურად გახდა და ამ ფაქტის აღმნიშვნელ მედია-ტურს უმასპინძლა   სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი და, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს.   სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო „პრომეთემ“, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო „ჯორჯიან ბასმა“ უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთად კამპანიის ფარგლებში.   მედია-ტურის მიზანი იყო პრესის წარმომადგენლები ახლოს გაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.   „მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც ოფიციალური წევრობა მიენიჭა.   შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით.   „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს.   მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები- https://www.balneoresort.ge/?post_type=post   ასევე მოქმედებს წონის კორექციის კურსიც, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.   აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.   დამატებითი ინფორმაციისათვის კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სასტუმროს შესახებ – www.prometheus.ge 2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
“ვითრიფაოთ” წყალტუბოს შესახებ
დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემა მოგზაურობაზე მოგიყვებათ ბალნეოკურორტ წყალტუბოს შესახებ.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
სადაზღვეო კომპანია “ირაოსა” და “ბალნეოკურორტ წყალტუბოს” თანამშრომლობა
  სადაზღვეო კომპანია “ირაოში” დაზღვეულებისთვის ბალნეოკურორტ წყალტუბოს პრცედურებზე მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
20%-იანი ფასდაკლენა იმედი L • Imedi L- ში დაზღვეულთათვის

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი გახდა
ბლნეოკურორტი წყალტუბოს, ბევრი დამსვენებლისათვის ცნობილი, მე-6 აბაზანისინიციატივითა და ორგანიზებით 6-7 აპრილს ორ დღიანი მედია-ტური გაიმართა. სტუმრებმა 2 დღის განმავლობაში მოინახულეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნავი ადგილები, პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს ტურიზმის ადმინისტრაციის ეგიდით, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დარა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ „ბალნეოკურორტი წყალტუბოს“ უნიკალური რადონული მინერალური წყლების გამაჯანსაღებელ და სამკურნალო პროცედურებს. სტუმრების განთავსებაზე იზრუნა ტურისტებისათვის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა სასტუმრო „პრომეთემ“, რომელიც სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარეობს წყალტუბოს რეკრეაციული ზონისა და მე-6 აბაზანიდან, ხოლო მათი ტრანსპორტირება უზრუნველყო „ჯორჯიან ბასმა“ უახლესი ავტობუსით #იმოგზაურევისოლთანერთადკამპანიის ფარგლებში. მედია-ტურის მიზანი იყო პრესის წარმომადგენლები ახლოსგაცნობოდნენ კურორტის სპეციფიკას და ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე.   „მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყოსაბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის,წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით, შესაბამისად, ჩვენ დიდი სიამაყით წარვსდექით ჟიურისა და შემფასებლების წინაშე. დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილიაევროპული სტანდარტების შესაბამისი უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის დაენდოკრინულ დაავადებებს.   მოქმედებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებები- www.balneoresort.ge ასევე გვაქვს წონის კორექციის კურსიც, რომლის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.   აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და ჩვენი კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი.   დამატებითი ინფორმაციისათვის კომპლექსის შესახებ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.balneoresort.ge ; ხოლო სასტუმროს შესახებ – www.prometheus.ge 2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.  

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
ფასდაკლება “უნისონში” დაზღვეულებისთვის
  “ბალნეოკურორტ წყალტუბოს” სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და სარელაქსაციო პროცედურებზე 10%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ სადაზღვეო კომპანია “უნისონში” დაზღვეულები.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
“Жыргал LIFE!” წყალტუბოში
ცნობებს წყალტუბოსა და ჩვენს კურორტზე ყირგიზეთშიც ჩაუღწევია და სატელევიზიო შოუ “”Жыргал LIFE!” გვეწვია.  

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
როგორ გახდა „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ ოფიციალურად ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი?
  აი, რით უნდა ვიამაყოთ !   ბალნეოკუროuრტი წყალტუბო“ ოფიციალურად გახდა  ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის (EHTTA) წევრი მიმდინარე წლის მარტში „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ მიწვეული იყო საბერძნეთში გამართულ ევროპული ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის ყრილობაზე, სადაც  დღეს უკვე ოფიციალური წევრობა მიენიჭა. შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლდათ ის, რომ კურორტი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 100 წლის, წყალტუბო კი, როგორც სამკურნალო პუნქტი,  უკვე მე-8 – მე-9 საუკუნეებიდან სარგებლობდა პოპულარობით.   დღეს „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ აღჭურვილია ევროპული სტანდარტების შესაბამისი  უახლესი სამკურნალო ტექნიკით და ითვლის ათობით მაღალი დონის პროფესიონალ ექთანსა და ექიმს. აქ მკურნალობენ: საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, კანის და ენდოკრინულ დაავადებებს. ასევე “ბალნეოკურორტი წყალტუბო” გვთავაზობს წონის კორექციის კურსსაც, რომლის პოპულარობა დღითიდღე  იზრდება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყოველწლიურად საგრძნობლად იმატებს უცხოელი ტურისტების რაოდენობა და კომპლექსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში. ” ჩვენ ნამდვილად გვემაყება ზემოთ აღნიშნული ფაქტი და დღეს ევროპული თერმული გზა დამსახურებულად გადის უკვე წყალტუბოზეც“, – აცხადებს ბალნეოკურორტი წყალტუბოს მარკეტინგისა და PR-ის სამსახურის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი. 2017 წელს იმერეთის რეგიონი გახდა ევროპული ისტორიული თერმულო ქალაქების ასოციაციის წევრი.

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
თავდაცვის სამინისტრომ და „ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
2018 წლის 21 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  „ბალნეოკურორტ წყალტუბოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე და მათ ოჯახის წევრები მიიღებენ 33 %-იან ფასდაკლებას  „ბალნეოკურორტში“ არსებულ სამკურნალო და გამაჯანსაღებელ პროცედურებზე. „ბალნეოკურორტი წყალტუბში“ სხვა მრავალ  პროცედურასთან ერთდ ხდება ისეთი ტიპის დაავადებების პრევენცია და მკურნალობა რაც დაკავშირებულია სამხედო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსხურეობრივ მოვალეობებთან.   „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი მისი ისტორიითა და ადგილმდებარეობით, იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კოპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები.   ჩვენთვის დიდი პატივია, ამ მემორანდუმის თანახმად მივიღოთ და ვუმასპინძლოთ როგორც თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს ასევე  ქართველ სამხედროებსა და ჯარისკაცებს და მადლობა გადავუხადოთ მათ ქვეყნის სამსახურში ყოფნისა და გაწეული თავდადებისთვის. ჩვენი უნიკალური გამაჯანსაღებელი პროცედურებით გვსურს  წვლილი შევიტანოთ მათი ფიზიკური სიძლიერისა და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში. ჩვენ გვეამაყება ქართული ჯარი. წყარო: http://bit.ly/2VY72GL http://bit.ly/2VRAfTK

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
„ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს წინა საახალწლო სიურპრიზი მოუწყო
  კამპანია #აჩუქესითბოს ფარგლებში „ბალნეოკურორტმა წყალტუბომ“ საქართველოს წითელი ჯვრის ბენეფიციარ მარტოხელა მოხუცებს წყალტუბოში უმასპინძლა, მათ სხვადასხვა სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურები ბალნეოკურორტის მთავარი ექიმის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით ჩაუტარდათ. კამპანიის მიზანია, ხანდაზმულებს გაუხალისონ ყოველდღიურობა და აგრძნობინონ, რომ ისინი ძვირფასები და მნიშვნელოვნები არიან. „ვფიქრობთ, რომ ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა მეტი ყურადღება და სითბო გამოვიჩინოთ ჩვენი მოხუცების მიმართ, სწორედ ამიტომ გვინდა კამპანიაში #აჩუქესითბო გამოვიწვიოთ, როგორც ბიზნესსექტორი, ისე თითოეული მოქალაქე და მოვუწოდოთ მათ, რომ არამხოლოდ ახალ წელს და დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტი დრო დავუთმოთ ხანდაზმულ ადამიანებს”,- აცხადებს TS ჰოლდინგის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ბიბილაშვილი. ცნობისათვის, „ბალნეოკურორტი წყალტუბო“ არის უნიკალური ადგილი ისტორიითა და ადგილმდებარეობით. იგი გამოირჩევა რადონული მინერალური წყლებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვის 100-წლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით. კომპლექსში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურები. “ბალნეოკურორტი წყალტუბო” – შეუთავსე სასარგებლო სასიამოვნოს სოციალურ კამპანიაში. თანამშრომლობისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ წყალტუბოს ტურიზმის ცენტრს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, “ომნიბუსს” ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვისა და დანკინ საქართველოს”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. წყარო: http://bit.ly/2TKiacV http://kvira.ge/440595 http://tskaltubo.gov.ge/post?id=426 http://bit.ly/2VVYrVc

სტატიის ავტორი:

2021-02-07

სრულად ნახვა
 
ბალნეოკურორტი წყალტუბო ნანუკას შოუში
  ჩვენი გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურების შესახებ ნანუკა მოგიყვებათ.

სტატიის ავტორი:

2018-12-06

სრულად ნახვა